1348383529_2723378517886366_7710799763406323712_n
Press-Release EMPATHY On Torture of Mr. Shota Dalakishvili
May 15, 2019
Press-Release Regarding documenting facts of violence
May 15, 2019

პრეს - რელიზი19 მაისის შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით

არასამთავრობო ორგანიზაცია წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათია“ (RCT/EMPATHY)

პრეს - რელიზი

19 მაისის შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით ძალადობის ფაქტების დოკუმენტირების შესახებ

ცენტრი „ემპათია“ -ს მულტი - დისციპლინური ჯგუფი მზად არის მიიღოს და დოკუმენტირება მოახდინოს 2019 წლის 19 მაისის შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით ნებისმიერი ძალადობის - ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური - ფაქტისა და დაზარალებულთ აღმოუჩინოს სამედიცინო, ფსიქო - სოციალური და იურიდიული დახმარება.

დაზარალებულებს შეუძლიათ მოგვმართონ: ცხელი ხაზი: 599 885468; 599885428

ქ. თბილისი: კანდელაკის ქ. 23, ცენტრი „ემპათია“ -ს ოფისი

18 -19- 20 მაისს ასევე ქ. ზუგდიდში:

ლაზის ქ. N 3, არასამთავრობო ორგანიზაცია ასოციაცია „დეა“,

ასევე, პეტრე უბერის ქუჩა N1, არასამათავრობო ორგანიზაცია „ქსენონი“

არჩევნებთან დაკავშირებით მშვიდობიან მოსახლეობაზე ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით, ცენტრი „ემპათია“ მიმართავს ხელისუფლებას: საზოგადოების დაშინება ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური მეთოდებით, საერთაშორისო სტანდარტებით, განიხილება, როგორც წამება და არაადამიანური მოპყრობა, შესაბამისად, წარმოადგენს კრიმინალურ ქმედებას. მოგიწოდებთ, მოახდინოთ ადეკვატური რეაგირება და პრევენცია ძალადობის ყოველგვარი გამოვლენის შემთხვევაში.