Press-Release
June 5, 2019
Logo-Empathy-Retina
განცხადება საქართველოს პარლამენტში ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლობასთან დაკავშირებით
June 20, 2019

ლექცია რუსეთ - საქართველოს 2008 წლის ომის დროს ჩადენილ დანაშაულებებზე

პრეს - რელიზი

წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათია“ (RCT/EMPATHY) საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მეგობარ არასამთავრობოთა კოალიციასთან ერთად State Craft lab - ისა და თბილისის ღია უნივერსიტეტის მხარდაჭერით

აწყობს შეხვედრა - ლექციას რუსეთ - საქართველოს 2008 წლის ომის დროს ჩადენილ დანაშაულებებზე მიმდინარე საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს გამოძიების შესახებ

შეხვედრა - ლექცია ჩატარდება 14 ივნისს, 14.00 სთ - ზე თბილისის ღია უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, უნივერსიტეტის ქუჩა N2.

შეხვედრაზე მთავარი სპიკერ - მომხსენებლები იქნებიან

ბატონი კაუპო კანდ - სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი

ბატონი ბექა ძამაშვილი - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ევროსასამართლოსთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

ორგანიზატორები არიან: არასამათავრობოთა კოალიციის წარმომადგენლები:

  1. ცენტრი „ემპათია“ - მარიამ ჯიშკარიანი
  2. სახელმწიფო მოდერნიზაციის ინსტიტუტი - გიორგი ლემონჯავა
  3. State Craft Lab - ნინო ფრუიძე
  4. საქართველოს ატლანტიკური საბჭო - გიორგი მუჩაიძე

შეხვედრას დაესწრებიან სტუდენტები, აკადემიური წრეების წარმომადგენლები და ექსპერტები. გაიმართება დისკუსია რუსეთ - საქართველოს 2008 წლის ომის დროს ჩადენილი დანაშაულებებისა და საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს გამოძიების შესახებ.